ლევან იოსელიანი - "ნაციონალურ მოძრაობას" პლუს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უდრის "ნაციონალურ მოძრაობას", ამიტომ ვთვლი, რომ მისი ქოლგის ქვეშ ყოფნა რაღაც ფანტაზიაა

არ ვთვლი, რომ სერიოზული იდეა იყოს - „ნაციონალურ მოძრაობას“ პლუს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას ყველა არჩევნები ადასტურებს, - ასე პასუხობს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ გიგი უგულავას ინიციატივას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია, რომელიც გააერთიანებს „ლელოს“, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს, ვაშაძეს და ა.შ.

ლევან იოსელიანის თქმით, ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ გიგი უგულავას მიერ ჩამოთვლილ პოლიტიკოსების სიაში ვერ მოხვდა და მის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს.

„ეს რაღაც ფანტაზიაა. ნაწილი მათგანი საერთოდ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ნაწილ მათგანს კიდევ საერთოდ, სხვა გეგმები აქვთ. მხოლოდ მახარებს, რომ უგულავას პოლიტიკურ გემოვნებას არ ვაკმაყოფილებ, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.

იდეა „ნაციონალური მოძრაობისგან“ რომ მოდიოდეს, უფრო შეიძლებოდა სერიოზული პასუხის გაცემა, მათ შორის არგუმენტირებულიც, მაგრამ ბატონი უგულავას აზრები ხშირად იცვლება ხოლმე, ისევე როგორც მისი პარტიული გემოვნება. აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ სერიოზული იდეა იყოს. საერთოდ ქოლგა არის ნივთი, რომელიც გიცავს წვიმისგან, გიცავს სეტყვისგან, მზისგან, უამინდობისგან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ძირითადად თავდასხმით არის დაკავებული, მათ შორის საკუთარ კოლეგებზე, ოპოზიციის შიგნით მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ პარტიასთან მიმართებაში ვგულისხმობ, ჩემ კოლეგებთან მიმართებაში ვგულისხმობ, რომლებმაც თავის თავზე იწვნიეს მათი ე.წ. დამცავი ქოლგა, სინამდვილეში განუწყვეტელი თავდასხმა. ასე იყო დღემდე, ამიტომ ძალიან რთულია ამაზე რაიმე სერიოზული დებატები შედგეს.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ განსხვავებული აზრის მიმღებლობა მათთვის არის ძალიან რთული და ამ განსხვავებულმა აზრმა გამოიწვია ის, რომ გავხდით უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ყოველთვის ცენტრში იდგეს“, რასაც „მოქალაქეები“ მხარს არ დაუჭერენ.

„როგორც ისინი აყენებენ საკითხს, რომ ადგილი ჰქონდა ფარმაკოლოგიურ წამებას, მე არ ვთვლი ასე. მე არ ვთვლი ასე, რომ საქმე გვაქვს რაღაც სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც სჭირდება 3 - 6 თვე რომ პარლამენტმა მთელი თავისი დღის წესრიგი დაუთმოს. პარლამენტი უნდა მუშაობდეს და გამოხატავდეს ჩვენი მოქალაქეების საქმეს. მერე კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებენ, მერე იმაზე გავაკეთოთ საგამოძიებო კომისია და ამოცანა რა არის? ცენტრში ყოველთვის იდგეს მიხეილ სააკაშვილი და ყოველთვის იყოს საუბარი მის პარტიაზე. მე ამ ამოცანის განხორციელებაში არავის შევუწყობ ხელს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა