პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმას და დანართს– 2022-2024 წწ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დოკუმენტი დავამტკიცეთ ერთხმად, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი არის ის ადგილი, სადაც მიუხედევად ჩვენი პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, ვახერხებთ განათლების დიად მიზნებზე და საკითხის ირგვლივ გაერთიანებას", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.

სამოქმედო გეგმა და დანართი კომიტეტმა ორდღიანი გასვლითი სხდომის ფარგლებში შეიმუშავა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს 619 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია – „ქართული სალიტერატურო ენის შესახებ - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად". პეტიციაში მოთხოვნილია სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დასაქმდეს და ქართული სალიტერატურო ენის დაცვას, ენის მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს უხელმძღვანელოს ენათმეცნიერმა იოსებ ლებანიძემ.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული პეტიცია განსახილველად სახელმწიფო ენის დეპარტამენტს გადაეგზავნოს.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა