თეთრი სახლი - ბაიდენის მრჩეველმა და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს აშშ-სა და ნატო-ს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან, რათა იპოვონ დიპლომატიური გზა დეესკალაციისკენ

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განიხილა აშშ-სა და ნატოს მზადყოფნის საკითხი რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად.

„მათ განიხილეს აშშ-სა და ნატოს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან, რათა იპოვონ დიპლომატიური გზა დეესკალაციისკენ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოკავშირეების მზადყოფნას დაიცვან ნატოს მოკავშირეების ტერიტორიები ნებისმიერი საფრთხისგან, მათ შორის აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებით რუსეთის პოტენციური აგრესიის საპასუხოდ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს-სპიკერმა ემილი ჰორნმა განცხადებაში.

მისი თქმით, სალივანმა და სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნეს "მათი საერთო შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ ძალების მობილიზების შესახებ" და ხაზი გაუსვეს მათ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო