შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ცივა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 8 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეუფერხებლად მოხდება, რაც 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას უზრუნველყოფს და აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე სამუშაოები თებერვილის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"