იაგო ხვიჩია - სოსო ჯაჭვლიანს კამერებს ჩვეულებრივი ადამიანები არ დაუყენებდნენ - როცა გამოძიების დამწყები კამერებს გიყენებს, რა შინაარსი აქვს გამოძიების დაწყებას?

სოსო ჯაჭვლიანს კამერებს ჩვეულებრივი ადამიანები არ დაუყენებდნენ, იმ ადამიანების დაყენებულია, ვინც გამოძიება უნდა დაიწყოს - ასეთ რეალობაში, როცა გამოძიების დამწყები კამერებს გიყენებს, რა შინაარსი აქვს გამოძიების დაწყებას? - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, რომ მის სახლში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.

მისი თქმით, მოსმენების და ფარული მიყურადების საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება აუცილებელია.

"ჩემი აზრით, საზოგადოებრივი დისკუსიაა უფრო დასაწყები, მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თორემ, იმის, რომ დღეს გამოიძიებენ და ვინმეს დაიჭერენ, ამის ნაკლებად მჯერა. ჩვენ გვინდა იმის გააზრება, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა და ამ ქვეყნისკენ სწრაფვა გვჭირდება. დღეს ყველას გვესმის, რომ გვისმენენ, უბრალო ადამიანებს კი არა, აგერ საკუთარ თანაგუნდელებს უსმენენ, ეს არის საბჭოური მმართველობის სტილი. სანამ ამ ქვეყანაში სასამართლო არ იქნება, ყოველთვის მოუსმენენ და გადაიღებენ. ამას ცუდი შედეგები მოჰყვება სამომავლოდაც, როცა ხელისუფლება შეიცვლება, გაირკვევა ვინ ვის უღებდა და გადაღებულები გადამღებებს დაერევიან. ეს კონფლიქტი არ არის მარტივად დამთავრებადი, ამაზე უნდა ფიქრობდეს ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, 2015 წელს მან და ლუკა კურტანიძემ მის სახლში, საძინებლებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენეს თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა