კახა ლაბუჩიძე პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორთან მათე ტაკიძესთან ერთად, კოლეჯის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, „სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოსა და მერიისთვის 2018 წლიდან დაწყებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ წარმატებით განხორციელება პრიორიტეტულია“.

დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შექმნილი პროგრამა მოკლევადიანია და თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს - მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებს ეუფლებიან.

„პროგრამის ფარგლებში 4500 მონაწილის გადამზადება მოხდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულთა 75 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით.

პროფესიული კოლეჯის დირექტორის განცხადებით, "სპექტრი" მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 300-მდე კომპანიასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუდმივად ხდება გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების დამატება. მიმდინარე პერიოდისთვის, კოლეჯში არის 28 გრძელვადიანი სახელმწიფო პროფესიული პროგრამა, აქედან 3 არის დუალური, 3 ინტეგრირებული და 22 მოდულური. მათე ტაკიძის განცხადებით, კოლეჯი თანამშრომლობს არა მარტო პროფესიულ სასწავლებლებთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან.

შეხვედრაზე, მხარეებმა პროფესიული კოლეჯის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ურთიერთთანამშრომლობა, პროგრამული პრიორიტეტების დასახვა, ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული განათლების კუთხით და სამომავლო პიარ-სტრატეგიის შემუშავება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯს აქვს განუსაზღვრელი რესურსი პროფესიული გადამზადების თვალსაზრით და საჭიროა საზოგადოებაში მისი მაქსიმალური პოპულარიზაცია. რაც მთავარია, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და როლზე მოსახლეობის სათანადო ინფორმირება აუცილებელია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალური თანადაფინანსებით შექმნილი პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო პლატფორმაა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების გადასამზადებლად და დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა