ბორის ჯონსონი პოლონეთსა და ბრიუსელში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ხვალ პოლონეთს და ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვევა. Reuters-ის ინფორმაციით, ჯონსონი პოლონეთში დისლოცირებულ ბრიტანელ ჯარისკაცებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან ერთად მოინახულებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ანდჟეი დუდასაც შეხვდება.

ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონსონი ბრიუსელში ჩავა და ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონის ვიზიტები იმ ფონზე იმართება, როდესაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის საზღვარზე, სადაც ათასობით რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი, სიტუაციის დეესკალაციას ცდილობენ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 ჯარისკაცს გააგზავნის.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო