ესპანეთი ბულგარეთში ავია გამანადგურებლებსა და ჯარისკაცებს გზავნის

ესპანეთი ბულგარეთში ოთხ სამხედრო თვითმფრინავსა და 130 ჯარისკაცს გაგზავნის, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, პირველი ესპანური Eurofighter ტიპის ავია გამანადგურებლები, ბულგარეთში, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაეშვება და საჰაერო სივრცის დაცვის მოვალეობებს ბულგარეთის საჰაერო ძალებთან ერთად მარტის ბოლომდე შეასრულებს.

„მისია ითვალისწინებს ზომებს, რომელიც მომართულია აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“- აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აპრილსა და მაისში ნიდერლანდები ბულგარეთში, საჰაერო სივრცის პატრულირებაში მონაწილეობისთვის ეფ-35 ტიპის ორ თვითმფრინავს განათავსებს. ბულგარეთი, რომელიც 2004 წლიდან ნატო-ს წევრია, 1 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი სამხედრო ჯგუფის შექმნას გეგმავს, რომელიც ბულგარეთის მეთაურობით და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იმოქმედებს. მის შემადგენლობაში იქნებიან ჯარისკაცები ნატო-ს მოკავშირე სხვადასხვა ქვეყნიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა