დავით მათიკაშვილი - სოსო ჯაჭვლიანი იქნება თუ სხვა, ვინც თვლის, რომ მის მიმართ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, შეუძლია მიმართოს არა პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, არავინ არავის არ უსმენს - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის ყოფილი წევრის სოსო ჯაჭვლიანის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არ გაამჟღავნა ჯაჭვლიანმა დანაშაული დროულად და რატომ ისაუბრა მომხდარზე ახლა, ოპოზიციური ტელეარხის ეთერში და არა სამართლადამცავებთან.

“იქნება სოსო ჯაჭვლიანი თუ ნებისმიერი სხვა, ვინც თვლის, რომ მის მიმართ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, შეუძლია მიმართოს არა ოპოზიციურ არხს, არა პოლიტიკურ ეთერს და პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს. ყველაფერი დანარჩენი ამ გადასახედიდან სპეკულაციებს ჰგავს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 2015 წელს, საძინებელში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. ჯაჭვლიანის ინფორმაციით, ამ ფაქტის მოწმე არის ლუკა კურტანიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს უამბო, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა