უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო.

მათივე თქმით, უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ აშშ-სგან სამხედრო დახმარება უკვე მეცხრედ მიიღეს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიაჩესლავ შაპოვალოვის თქმით, აშშ-მა უკრაინას 80 ტონა ვაზნა გაუგზავნა. ამასთან, უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან სხვადასხვა სახის აღჭურვილობა, მათ შორის ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, მიიღო.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო