ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო

ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“ დაიწყო, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს განმარტებით, წვრთნები ტარდება „თავდაცვითი ოპერაციის დროს გარე აგრესიის ჩახშობისა და მოგერიების და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ამოცანების შემუშავების მიზნით, ასევე „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ ინტერესების დასაცავად.”

ცნობილია, რომ წვრთნები 20 თებერვალს დასრულდება.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე იარაღი გადაიტანა, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ბელარუსში მოსკოვის ყველაზე დიდი სამხედრო განლაგებაა. სტოლტენბერგის განმარტებით, განლაგებაში შედის სპეცოპერაციის ძალები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

წვრთნები უკრაინის გარშემო დასავლეთსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების ფონზე დაიწყო. რუსეთი ირწმუნება, რომ წვრთნების დასრულებისთანავე ჯარს საკუთარი დისლოცირების ადგილზე დააბრუნებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო