აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩარის რაიონში მდებარე პოზიციებიდან ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის ­დასახლებაში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული „საპასუხო ქმედებების შედეგად“ მოწინააღმდეგემ სროლა შეწყვიტა.

სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს და „დეზინფორმაციად“ აფასებს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 თებერვალს ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში, დეზინფორმაციაა“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყებების ინფორმაციით, საზღვარზე ვითარება სტაბილურია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო