გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ნებისმიერი შეჭრა უზარმაზარი შეცდომა იქნება - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები

მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად და იმის გარკვევით სათქმელად ჩამოვედი, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაყვეს.

„ნებისმიერი შეჭრა უზარმაზარი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს მოსკოვში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო