თავდაცვის ძალები საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში მიღებას იწყებს

თავდაცვის ძალები 18-დან 36 წლის ჩათვლით, საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში საქართველოს მოქალაქეების მიღებას იწყებს.

როგორც გენერალური შტაბის უფროსმა, ჯონი ტატუნაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ სამსახურში მიღებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის იქნება გარკვეული უპირატესობები.

მისი თქმით, პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულებისთვის იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებიც.

"თავდაცვის ძალები იწყებს 18-დან 36 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მიღებას საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში, 4- წლიანი კონტრაქტის პირობების თანახმად. ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს ვთავაზობთ, ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლასა და ათვისებას, რომელიც მათ გამოადგებათ არამარტო სამხედრო სამსახურის პერიოდში, არამედ თადარიგში გასვლის პერიოდში ისინი იქნებიან ბევრად კონკურენტუნარიანი სამოქალაქო სექტორში.

ჩვენ ვთავაზობთ, უცხო ენების შესწავლას, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკაში, სხვადასხვა საკარიერო და პროფესიული კურსების გავლას. შესაბამისად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები პირველი 4- წლიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ თუ გააგრძელებენ კონტრაქტებს, მათ ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიეცემათ 7000- ლარიანი ბონუსი, რომლის გაზრდაც იგეგმება მიმდინარე წელს. ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც გაიზარდა მიმდინარე წელს 20%-ით, დაბალი სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის, ხოლო 10%, მაღალი სამხედრო წოდების სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასევე დაგეგმილია მისი გაზრდა, მიმდინარე წლის განმავლობაში.

სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს საშუალება აქვთ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750- ლარიანი სტიპენდია სემესტრულად. 4 და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, მათ ეძლევათ დამატებითი სახელფასო ანაზღაურება, ასევე შვილის შეძენის დროს, 1000- ლარიანი ბონუსი. აქვთ საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ნატო-ს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა, სპორტული დარბაზები. რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას, გარკვეული სამსახურის შემდეგ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერსერჟანტის და მაღალ წოდებაში მყოფებს საშუალება ექნებათ, სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორის და მაღალ წოდებაში მყოფებს", - განაცხადა ტატუნაშვილმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა