ლიზ ტრასი - ვერ უგულებელვყოფთ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრას და უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას

რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრას და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყება კატასტროფული იქნება.

„ომი უკრაინაში კატასტროფული იქნება რუსი და უკრაინელი ხალხისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, ნატო-მ გარკვევით განაცხადა, რომ ნებისმიერ შეჭრას მოჰყვება "მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური".

ლიზ ტრასმა რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას "ცივი ომის რიტორიკაზე" და დიპლომატიურ გზას გაჰყვეს, იმისთვის, რომ არსებული კრიზისი შემსუბუქდეს.

„რუსეთს შეუძლია გააძლიეროს თავისი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის მნიშვნელობა, თუ ის მიატოვებს ცივი ომის რიტორიკას და ამის ნაცვლად ევროპის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან დისკუსიებში ჩაერთვება ნატო-სთან. ამ დისკუსიებმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ეს პრინციპები დაცული იქნება, მე მჯერა, რომ დღევანდელ მოლაპარაკებებში ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ პროგრესს ყველას უსაფრთხოების გასაძლიერებლად,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო