რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ რუსეთს „უკრაინის მიმართ არანაირი აგრესიული გეგმები არ აქვს“.

ნარიშკინის მტკიცებით, „ტყუილები“ ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან ვრცელდება.

„ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ ეს არის საშიში ტყუილები ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან”, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ევროპული შეთანხმებების ფუნდამენტურ ნორმებს უნდა დაეფუძნოს.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ჩვენი მოთხოვნები [უსაფრთხოების გარანტიების შესახებ] დაუფუძნოს ევროპული შეთანხმებების ფუნდამენტურ ნორმებს - ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება დაიყოს,“- აღნიშნა ნარიშკინმა.

მისი თქმით, „არ შეიძლება ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება განხორციელდეს, როცა მეორე სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია“.

სერგეი ნარიშკინმა ასევე აღნიშნა, რუსეთი გააგრძელებს დიალოგს აშშ-სთან და ნატო-ს ყველა ქვეყანასთან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო