„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაციაზე კი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული, ხოლო მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაციის თაობაზე დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე შეძენილია მეტროს ვაგონებიც.

„ავლაბრის“ მეტროს რეაბილიტაციას ვიწყებთ ქეთევან წამებულის პროექტთან ერთად, ასევე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, „გურამიშვილის“ მეტროსადგურზე დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ. მეტროს ვაგონები შეძენილია და როდესაც მოვა იმის დრო, რომ ეს ვაგონები მოგვაწოდონ, ადამიანებს ამ ვაგონების გამოყენებისა და მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ“,-განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს