ბორის ჯონსონი - მომდევნო რამდენიმე დღე შეიძლება ყველაზე სახიფათო მომენტი იყოს ევროპის უსაფრთხოების კრიზისში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე შეიძლება ყველაზე სახიფათო მომენტი იყოს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისში.

„გულწრფელად გითხრათ, არ მგონია, რომ მოსკოვმა შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ძალიან მალე რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული მოხდეს. ეს არის ალბათ ყველაზე სახიფათო მომენტი, ვიტყოდი, მომდევნო რამდენიმე დღე, უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა,“- აღნიშნა ჯონსონმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინაში ომი აბსოლუტური კატასტროფა იქნება.

„უბრალოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა, თუ აქამდე მივა და თუ სისხლი დაიღვრება უკრაინის მიწაზე“, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, რუსმა ხალხი უნდა იფიქროს „რამდენად კეთილგონივრულია რუსი ჯარისკაცების სისხლისღვრა ომში, რომელიც კატასტროფული იქნება".

ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო ემზადება სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ისინი მზად არიან დიალოგისთვისაც.

„არსებობს გარკვეული საკითხები, რაც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება - ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს,“- განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ არის ისეთი საკითხებიც, რომლებზე მოლაპარაკებაც შესაძლებელია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო