ევროკავშირმა რუსეთს უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით საერთო პასუხი გაუგზავნა

ევროკავშირმა რუსეთს, შეთავაზებული უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით, ბლოკის 27 საგარეო მინისტრის სახელზე ერთიანი პასუხი გაუგზავნა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობის დემონსტრირებისთვის პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაეგზავნათ.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, - განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა.

ამასთან, ევროკავშირში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ წერილი უკვე მიიღეს.

ინფორმაციისთვის, არც რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და ევროპული სტრუქტურებისთვის გაგზავნილი წერილების და არც მისი საპასუხო წერილების შინაარსი არცერთ მხარეს არ გაუსაჯაროებია, მაგრამ დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი შეეხება რუსეთის შეშფოთებას მის დასავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით ევროკავშირის ძალისხმევას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს