ანონსი  11 თებერვალი

11 თებერვლს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 თებერვალს, 11:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებულ კორესპოდენციას გაასაჯაროებს და შეაფასებს.

თემა: საკითხი შეეხება გამოძიების დაწყებას, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის დაბა ბაკურიანში ტყის გადაცემას 49 წლით.

მის: ფერისცვალების ქუჩა 20/22

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118; ანი გაბელია - 551 633 644

11 თებერვალს, 11:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, ბიზნესმენი სტანისლავ საჟინი, ბიზნესმენის ადვოკატი ილია მახარაძე, ერთობლივ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1, დარბაზი #6

საკონტაქტო: 599 291202

11 თებერვალს, 12:00 საათზე, ღია საზოგადოების ფონდში საინიციატივო ჯგუფ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წევრები: სულხან სალაძე და ეკა კიკნაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

საკონტაქტო: სულხან სალაძე - 577 070 508

11 თებერვალს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც პარლამენტში კანონპროექტის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე დაესწრებიან.

მის: ინგოროყვას ქ.7

11 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ „სახმელეთო ტრანსპორტის ასოციაციის“ დირექტორი, დავით მესხიშვილი კონფერენციას თემაზე: „სახმელეთო გადაზიდვების პრობლემები საქართველოში“ გამართავს.

11 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრამდე გაიმართება ბრიფინგი თემაზე - "NGO-ს შესწავლილი სასამართლოს 100 გადაწყვეტილება და დასკვნა - სისტემური პრობლემები, დარღვევები და გადაცდომები".

კონსტიტუციის სახელობის დარბაზი. A304

11 თებერვალს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ვერის პარკის პირველ ეტაპზე შემუშავებული სარეაბილიტაციო პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია მიიღებს.

სასტუმროში არსებული რეგულაციების თანახმად, დარბაზში შესვლისათვის საჭიროა ჩატარებული კოვიდ ვაქცინაციის ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულად ან მატერიალური სახით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა