მევლუთ ჩავუშოღლუ  უკრაინაზე - არის თუ არა კონფლიქტის შესაძლებლობა? - დიახ, არის, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ამის გაჟღერება ,,მეგაფონური დიპლომატიით“

ზოგიერთი დასავლური ქვეყნის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეიჭრას, მხოლოდ პანიკის ზრდას და რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს , - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია TRT-თან ინტერვიუში განაცხადა.

"არასაჭირო განცხადებების თავიდან არიდებაა საჭირო. კომენტარები იმის შესახებ, რომ რუსეთი დღეს უკრაინაში შეიჭრება, ხვალ უკრაინაში არეულობას გამოიწვევს. ეს ასევე ეკონომიკურ ზიანს აყენებს უკრაინას და მის ეროვნულ ვალუტას", - აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, დაძაბულობა და კონფლიქტის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა საჭირო არ არის აღნიშნულ თემებზე ზედმეტად ხმამაღლა საუბარი.

„არის თუ არა დაძაბულობა? დიახ, არის. არის თუ არა კონფლიქტის შესაძლებლობა? დიახ, არის. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ამის გაჟღერება ,,მეგაფონური დიპლომატიით“ , როგორც ამას ზოგიერთი დასავლური ქვეყნები აკეთებენ“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი რუსეთთან დიალოგის მომხრეა.

„როგორც სახელმწიფო, რომელიც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ორივე მხარესთან, ჩვენ ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის შესამცირებლად“, - დასძინა მან.

დიპლომატმა გაიმეორა, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს „პირველ რიგში სურს დაძაბულობის დეესკალაცია და შემდეგ ნაბიჯების გადადგმა რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო