უკრაინა რუსეთს საზღვაო ბლოკადის განხორციელებაში ადანაშაულებს

უკრაინამ რუსეთი, რომელიც მასშტაბური საზღვაო წვრთნებისთვის ემზადება, ზღვაზე გასასვლელის ბლოკირებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აზოვის ზღვა, ისევე როგორც შავი ზღვა მთლიანად ბლოკირებულია.

„უპრეცედენტოდ ვრცელი ტერიტორია, სადაც მანევრები უნდა ჩატარდეს, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ნაოსნობას ორივე ზღვაში,“- განაცხადა კულებამ.

საკითხს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვიც გამოეხმაურა.

„აზოვის ზღვისა და შავი ზღვის საერთაშორისი წყლები რუსეთის მიერაა ბლოკირებული,“- წერს რეზნიკოვი „ტვიტერში“.

ამასთან, უკრაინაში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ "სამხედრო წვრთნების საბაბით, რუსეთი ზღუდავს უკრაინის საზღვაო სუვერენიტეტს, ზღუდავს ნაოსნობის თავისუფლებას შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში და აფერხებს საზღვაო მიმოსვლას, რაც აუცილებელია უკრაინის ეკონომიკისთვის".

შეგახსენებთ, რუსეთის საზღვაო წვრთნები უკრაინის სამხრეთით მდებარე ორ ზღვაში, შავ და აზოვის ზღვებში მომავალ კვირაში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა