ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში“ უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს,“- აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგრძნობლად გაზვიადებულია და სენსაციურ ეფექტზეა ორიენტირებული. მათი მტკიცებით, პოლიტიკოსი ყოველდღიურად ეცნობა პრესას, ტელეფონით იძლევა მითითებებს და მალე დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

შეგახსენებთ, რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირდა და 2 თებერვალს მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში“ უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან მძიმდება, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს,“- აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგრძნობლად გაზვიადებულია და სენსაციურ ეფექტზეა ორიენტირებული. მათი მტკიცებით, პოლიტიკოსი ყოველდღიურად ეცნობა პრესას, ტელეფონით იძლევა მითითებებს და მალე დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.

შეგახსენებთ, რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირდა და 2 თებერვალს მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს