რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

„ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერების (რუსეთი, გერმანია, უკრაინა, საფრანგეთი) პოლიტიკური მრჩევლების ბერლინში გამართული მოლაპარაკებები შედეგის გარეშე დასრულდა, მხარეებმა მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით უთანხმოება ვერ გადალახეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი კოზაკმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"სამწუხაროდ, თითქმის ცხრასაათიანი მოლაპარაკებები ხელშესახები შედეგების გარეშე დასრულდა. შევეცადეთ, პარიზში, 26 იანვარს გამართული წინა შეხვედრიდან გამომდინარე საბოლოო განცხადებაზე შევთანხმებულიყავით. ჩვენ იმ დროს შევთანხმდით, რომ „ნორმანდიულმა ფორმატმა“ ნებისმიერ ფასად უნდა გადალახოს ყველა განსხვავება მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამ უთანხმოებების დაძლევა ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა კოზაკმა.

შეგახსენებთ, „ნორმანდიული ფორმატის“ ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა გუშინ ბერლინში გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს