ავსტრალიაში სრულად ვაქცინირებულად ის მოქალაქეები ჩაითვლებიან, რომლებიც „ბუსტერ“ დოზითაც არიან აცრილები

ავსტრალიის მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან, თუ ისინი „ბუსტერ“ დოზითაც აიცრებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავსტრალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირის ვაქცინაციის სტატუსი ჩაითვლება „ვადაგასულად“, თუ ისინი არ მიიღებენ „ბუსტერ“ დოზას მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

ამასთან, ავსტრალიაში შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი.

ცნობისათვის, სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 94%-ს აქვს მიღებული. დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე კი „ბუსტერ“ დოზითაც არის აცრილი.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა