ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი „გალსკი“ უკრაინიდან გააძევეს

უკრაინაში სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად ნუკრი „გალსკი“ დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ 34 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოხვდა.

„პოლიციელებმა დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი. დანაშაულებრივი გავლენის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს ზომები „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურში გადაიყვანეს. 10 თებერვალს ღამით მოქალაქე იძულებით გააძევეს ქვეყნიდან. მას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა“, - განაცხადეს შსს-ში.

ნუკრი „გალსკი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასანქციო სიაშია შეყვანილი.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს