აჭარის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს

აჭარის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალიბაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში გაიმართა.

„საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა იმუნიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილმა COVD 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა,ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.

რეგიონებში ვაქცინაციის კამპანია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. სოფელ სალიბაურში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის წარმომადგენლები გაეცნენ.

სოფლად ვაქცინაციის კამპანია იმ რეგიონების მოცვას ისახავს მიზნად, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. სამიზნე აუდიტორია კი 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაა. ამ სეგმენტზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი პროგრამა თებერვლის თვის განმავლობაშიც გრძელდება. 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში მიიღებენ 200 ლარს, ხოლო „ბუსტერ“ დოზის ჩატარების შემთხვევაში 100 ლარს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს