აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე - ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვში მიცვალებულებით სავსე ტომრები დაბრუნდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, რომ თუკი ის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსკოვი, სხვა შედეგებთან ერთად, მიცვალებულებით სავსე ტომრებს მიიღებს.

„ამას მძიმე შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ არაჩვეულებრივი ალიანსი, რომელიც არსებობს მთელი ევროპის, შეერთებულ შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახით, ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მოსკოვში მიცვალებულების ტომრები დაბრუნდება“, - განაცხადა ვენდი შერმანმა MSNBC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრას შედეგი მოჰყვება არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, რაც საშინელი იქნება, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს