მედია - ნატო-მ რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში საერთაშორისო ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო

ნატო-ს ქვეყნებმა აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის კონტიგენტის გაზრდაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს, - ინფორმაციას dpa-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ალიანსის საერთაშორისო ძალების რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში განთავსებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ჯარები განლაგებული იყო მხოლოდ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში.

dpa-ი წერს, რომ რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ჯარების განთავსების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 16 თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რის შემდეგაც იგი ოფიციალურად გახდება ცნობილი. გადაწყვეტილების განხორციელება კი გაზაფხულიდან დაიწყება. ნატო ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის დამატებითი ძალების განლაგება რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე რეაგირებას წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა