კახა ლაბუჩიძე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ სასწავლო პროცესს გაეცნო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე პროფესიული კოლეჯის „იკაროსის“ დირექტორთან რუსუდან ჩართოლანთან ერთად, კოლეჯის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს შეხვდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“ მრავალპროფილურია და თბილისის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერითა და სრული დაფინანსებით, 2018 წლიდან ახორციელებს მოკლევადიან პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც განკუთვნილია თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, გასული წლების მსგავსად, 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან, მუნიციპალიტეტის სრული დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ისწავლი და დასაქმდი“, რომლის მიზანია შრომით ბაზარზე მოამზადოს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრები. ჩვენი მთავარი მიზანია პროფესიული სწავლების პოპულარიზაცია და რაც მთავარია, ახალგაზრდა თაობის სათანადო ინფორმირება.

რუსუდან ჩართოლანის განცხადებით, სპეციალურად კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიქმნა და მოდიფიცირდა 10 მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამა; დადგინდა ბენეფიციართა ის რაოდენობა, რომელიც შასაძლებელია კურსის გავლის შემდეგ დასაქმდეს.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კოლეჯის კურსდამთავრებულთა 70 პროცენტზე მეტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით. პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. ესენია: სარესტორნო საქმის მწარმოებელი; კონდიტერი კულინარიის საქმე, სასტუმროს საქმის მწარმოებელი; ტუროპერატორი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა; სასტუმროს საქმის მწარმოებელი; ბარმენი; მებაღე-დეკორატორი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; თბილისის გიდი; ღვინის გიდი; სომელიე; ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგი.

შეხვედრაზე, მხარეებმა პროფესიული კოლეჯის „იკაროსის“ განვითარების ტენდენციებზე, პროგრამულ პრიორიტეტებზე და ურთიერთთანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, მთავარია ამ პროცესში ახალგაზრდების სათანადო ინფორმირება, რისთვისაც საჭიროა პროფესიული განათლების მნიშვნელობის განმსაზღვრელი პიარ-სტრატეგიის შემუშავება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2017-2022 წლებში, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა 8 პროექტი; სპეციალურად კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიქმნა და მოდიფიცირდა 37 სასერთიფიკატო პროგრამა; თბილისის მერიის დაფინანსებით მომზადდა 1763 თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე, რომელთა ჯამურმა დაფინანსებამ შედაგინა 549 110 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა