„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აღმოჩნდა, რომ „ლიბერთი ბანკს“ საბაზრო პროცენტი ჰქონდა, თუმცა სახელმწიფომ პოლიტიკური ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო

საკოორდინაციო საბჭოს მიმდინარეობის დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არაერთხელ გაჟღერებული, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის საკითხი მხოლოდ პოპულისტურ მიზნებს ემსახურებოდა და რეალურად „ლიბერთი ბანკს“ მსგავს სესხებზე საბაზრო პროცენტი აქვს. მიუხედავად ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება გარკვეული სუბსიდიის გამოყოფის შესახებ, რაც წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არანაირი კავშირი არ აქვს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიმდინარეობისას პროცესები საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა, ყველა მხარეს მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, საკითხის შეფასებისას არ გაჟღერებულა არანაირი კონკრეტიკა და ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა, პირიქით ისინი კვლავ აგრძელებდნენ პოპულიზმს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას.

„საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში პროცესები საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა, ყველას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი დასაბუთებული და არგუმენტირებული ხედვა წარმოედგინა, თუმცა ჩვენ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ამჯერადაც ვერ ვიხილეთ ვერანაირი კონკრეტული ხედვა, ანალიზზე სტატისტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტაცია და მიდგომები. ფაქტია, რომ მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვთ და 800 000 პენსიონერის საკითხსაც ამისთვის იყენებენ.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საპენსიო გასაცემლების სუბსიდირების შესახებ. ფაქტია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო, რომ აღნიშნულ საკითხზე მუდმივი აყალმაყალი დაესრულებინა. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ და საპროცენტო ზღვარის ზედა ჭერის განსაზღვრამ (რეფინანსირების განაკვეთს + ნომინალური 15%), კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ლიბერთი ბანკს“ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა აღნიშნულ სესხზე და პოლიტიკოსები მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა სურდათ.

საკუთრივ ამ გადაწყვეტილების შეფასება ძნელია და მის მართებულობას დრო გამოაჩენს, მაგრამ ფაქტია, ნომინალური განაკვეთის, ამ ეტაპზე, 25,5-ით განსაზღვრამ შესაძლოა, ეფექტური განაკვეთის დათვლისას, „ლიბერთიში“ დღეს არსებულ არსებულ ეფექტურ 30,65%-ს შესაძლოა გადააჭარბოს კიდეც. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლიბერთი ბანკს“ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა აღნიშნულ სასესხო პროდუქტზე და პოლიტიკოსები მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობდნენ და საზოგადოება მათ პოლიტიკურ მასკარადს და ღია კარის მტვრევას ადევნებდა თვალს“, - განაცხადა, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო