ჯანმო-ს წარმომადგენელი - პანდემია მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა, შესაძლოა, ახალი შტამები გამოჩნდეს

პანდემია მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, შესაძლოა კოვიდ-19 ვირუსის ახალი შტამები გამოჩნდეს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინათანმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოვიდპანდემია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ ხდება ვირუსის განვითარება, მუტაცია, ამიტომ ვიცით, რომ იქნება კიდევ მეტი შტამი, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც, ჯერ პანდემიის დასასრულს არ მივახლოებივართ", - განაცხადა სვამინათანმა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის ვაქცინების საწარმოს ეწვია.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს