დმიტრო კულება - ჯოზეფ ბორელს ვესაუბრე, დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ ჯოზეფ ბორელთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე გავამახვილეთ. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, – წერს დმიტრო კულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო