ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი ტელეფონით ისაუბრებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღეს ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარს გამართავს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ფიჯიში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ლავროვს ჰკითხავს, რა პასუხი აქვს რუსეთს კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე.

„ჯერჯერობით, მოსკოვის მხრიდან ჩვენ მხოლოდ ესკალაციას ვხედავთ. გადამწყვეტი მომენტი დგას: მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გულწრფელად არის დაინტერესებული მზარდი დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარებით, ვაშინგტონი მზადაა, თავისი როლი შეასრულოს, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სწრაფ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს.

„კვლავ ვიმედოვნებ, რომ ის არ აირჩევს აგრესიის გზას და აირჩევს დიპლომატიის და დიალოგის გზას, მაგრამ თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას, ჩვენ, მთელ მსოფლიოში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, სწრაფად დავაწესებთ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს, გავაძლიერებთ უკრაინის უნარს, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიერებთ მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე,“- განაცხადა ბლინკენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო