რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის პროპაგანდისტული კამპანია კიევს პრობლემების ძალისმიერი გადაჭრისკენ უბიძგებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული „პროპაგანდისტული კამპანია“ რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულებების საბოტაჟისა და „დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის საზიანო მცდელობისკენ“ ახალისებს.

„როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების ჩვენს მიერ წარდგენილ პროექტებზე უგულებელყოფს ჩვენთვის ძირითად დებულებებს, პირველ რიგში ალიანსის გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან თავდასხმითი იარაღის სისტემების განლაგების დაუშვებლობაზე,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა