აშშ-ს უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს - საელჩო საკონსულო მომსახურების გაწევას წყვეტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა, - ინფორმაციას Reuters-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა, უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ მუდმივი ცნობების ფონზე, საელჩოს თანამშრომლებს განკარგულება მისცა უკრაინიდან გამოემგზავრონ. კვირას, 2022 წლის 13 თებერვლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი შეაჩერებს საკონსულო მომსახურებას კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოში,“- ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საელჩო შეზღუდულ საკონსულო მომსახურებას ლვოვში განაგრძობს.

„საელჩო შეინარჩუნებს მცირე საკონსულო არსებობას ლვოვში, უკრაინაში გადაუდებელი შემთხვევების მოსაგვარებლად, მაგრამ ვერ შეძლებს საპასპორტო, სავიზო ან სტანდარტული საკონსულო მომსახურების გაწევას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო