თეთრი სახლი - პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ აშშ მზადაა ჩაერთოს დიპლომატიაში და თანაბრად მზადაა სხვა სცენარებისთვისაც

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადაჭრით უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მძიმე საფასურს დააკისრებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ადამიანურ ტანჯვას და დააკნინებს რუსეთის მდგომარეობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს მზადყოფნას ჩაერთოს დიპლომატიაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით, ჩვენ თანაბრად მზად ვართ სხვა სცენარებისთვისაც“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა