ჯოზეფ ბორელი - უკრაინაში ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება

ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება, ისინი კიევში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას ევროკავშირის მოქალაქეების მხარდასაჭერად, უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კოორდინირებულად მოქმედებენ უკრაინასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება,“- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა