ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - ბაიდენმა პუტინთან საუბარში, უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის კონტექსტში, ანტირუსული სანქციები ახსენა

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბარი დაბალანსებული და საქმიანი იყო, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ანტირუსული სანქციები ახსენა, თუმცა აქცენტი ამ საკითხზე არ გაკეთებულა.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის გარშემო არსებული დაძაბული სიტუაციის კონტექსტში ანტირუსული სანქციები ახსენა, თუმცა ამ საკითხზე აქცენტი არ გაკეთებულა,“ - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, დღევანდელი საუბარი, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ შექმნილი „უპრეცედენტო ისტერიის გარემოში“ შედგა.

იური უშაკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის „თანამედროვე იარაღით“ მომარაგების საკითხი.

„განიხილეს უკრაინის თანამედროვე იარაღით მომარაგების საკითხი, რასაც დასავლეთის ქვეყნები მიზანმიმართულად აკეთებენ, რითაც ხელს უწყობენ უკრაინის უსაფრთხოების ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს, როგორც დონბასთან, ასევე ყირიმთან მიმართებაში,“- აღნიშნა უშაკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს