საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია  - პუტინის ნათქვამში მინიშნებას ვერ ვხედავთ, რომ უკრაინაზე თავდასხმას აპირებს, მიუხედავად ამისა, სიფხიზლეს ვინარჩუნებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციასთან შეუსაბამოა, - ამის შესახებ, მედიის ინფორმაციით, ელისეს სასახლეში განაცხადეს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბარში ვლადიმერ პუტინს არ მიუნიშნებია, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ნათქვამში იმის მინიშნებას, რომ თავდასხმას აპირებს, მიუხედავად ამისა, უკიდურეს სიფხიზლეს ვინარჩუნებთ რუსეთის სამხედრო ქმედების მიმართ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე ცუდი განვითარება“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.

ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმაც გაავრცელა. მათი განმარტებით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ნატო-ს რუსეთის ცნობილ შეთავაზებებზე არსებითი პასუხი არ გაუციათ.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და მაკრონმა განიხილეს სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის გეგმის გარშემო "პროვოკაციულ სპეკულაციებთან".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო