მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარამ რუსეთისა და ბელარუსის წყაროებიდან მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება

რუსეთიდან და ბელარუსიდან წყაროებმა ანკარა დაარწმუნეს, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება. ამის შესახებ CNN Turk-ის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განუცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრის მცდელობა არასწორი იქნება.

"დასავლური მედია ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიჭრას. აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი. რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, უარყვეს ეს. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვაზე. რუსეთი ნატო საუბრობენ[უსაფრთხოების გარანტიებზე]. არაგონივრული იქნება იმის მოლოდინი, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდება ერთი-ორი წერილით და არასწორი იქნებოდა რუსეთის მიერ ამგვარი შეჭრის მცდელობა, სანამ პროცესი გრძელდება", - განაცხადა მან.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა