მთავრობის სტრატკომი - ზაზა თოდუა პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი არ არის და ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან აღარ მუშაობს - გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

ტელეკომპანია "ტვ პირველი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციულ კამპანიას აგრძელებს, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში მისი დაცვის უფროსის, ზაზა თოდუას ოჯახის წევრები დაასაქმა სიმართლეს არ შეესაბამება და ზაზა თოდუა ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან აღარ მუშაობს.

"დღეს აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მორიგი „ფეიკ“ ნიუსი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურში თითქოსდა მისი დაცვის უფროსის - ზაზა თოდუას ოჯახის წევრები დაასაქმა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ზაზა თოდუა პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი არ არის და ირაკლი ღარიბაშვილთან 2016 წლიდან აღარ მუშაობს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა