ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში - დასავლეთ საქართველოს პედაგოგებისთვის ზუგდიდში ტრენინგები ტარდება

"ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიური გუნდი ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის - „ევროპეიზაცია ქართულ სკოლებში" ფარგლებში, საჯარო სკოლების პედაგოგ-დირექტორებს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში გადაამზადებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგები დასავლეთ საქართველოდან დაიწყო და მასში ქუთაისის, ბათუმის, ლანჩხუთის, მესტიის, ჭუბერის, ხაიშის და ზუგდიდის სკოლის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მათივე ცნობით, "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში, ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ თემებზე გადაამზადებენ, როგორებიცაა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებების, მშობლების, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება და შეფასების სისტემის რეფორმა.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტრენინგის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო.

"მნიშვნელოვანია, რომ ერაზმუს პლიუსის პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების პედაგეგების გადამზადება ხორციელდება. პროექტში ჩვენი რეგიონიდან ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტეის სოფლები მონაწილეობენ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ევროპეიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ თეორიულ საკთხებთან ერთად გადამზადება პრაქტიკულ და სწავლებასაც მოიცავს", - განუცხადა ვიბლიანმა ჟურნალისტებს.

პროექტის მენეჯერის თათია დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულო პროექტის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტი" საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით, ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებში საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს.

"ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში, სადაც თავი მოიყარეს მესტიის, ხაიშის, ჭუბერის, ქუთაისის, ბათუმის, ხაჯალიის და ზუგდიდის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა. ტრენინგებისთვის შერჩეული თემატიკა ეხება შეფასების სისტემის რეფორმასა და სწავლების მეთოდიკისა და სახელმძღვანელოების ოპტიმიზაციას. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საკითხებში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებელთა გადამზადების საჭიროება გამოიკვეთა ამავე პროექტის ფარგლებში შარშან ჩატარებული კვლევის შედეგად. შესაბამისად, ტრენინგებს საფუძვლად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული რეალური პრობლემები უდევს და ევროპის უნივერსიტეტში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროექტით ხელს შევუწყობთ მათ გადაჭრას", - განუცხადა დოლიძემ ჟურნალისტებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ტრენინგების თემატიკა დასავლეთ საქართველოსთვის 2021 წლის ზაფხულში "ევროპის უნივერსიტეტის" ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევის შედეგებსა და შესაბამის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ყველაზე პრობლემატურად გამოკვეთილი საკითხების საფუძველზე შემუშავდა. EU-GS პროექტის მიზანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის მიმართულებით დახმარებაა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს