უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მტრისთვის პანიკური განწყობა საჩუქარია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია, პანიკასთან ერთად, ყველაზე საშიში ელემენტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომისთვის. ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში.

„ომი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებენ, ეს მხოლოდ ჯარისკაცები და იარაღი არ არის. მას მრავალი განზომილება გააჩნია - ევროპაში გაზის კრიზისი, გრივნას კურსის რყევა, სამთავრობო რესურსებზე კიბერთავდასხმა, ინფრასტრუქტურის მასობრივი ფსევდო დანაღმვა, დაფინანსებული მიტინგები... ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ელემენტებია. მათ შორის ყველაზე საშიშია დეზინფორმაცია პანიკის ესკალაციასთან ერთად“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, მტრისთვის პანიკური განწყობა საჩუქარია.

„ტანკებზე და ავტომატებზე უკეთესად, სწორედ, პანიკა ანადგურებს სახელმწიფოს“, - მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.

მისი თქმით, უკრაინის არმია და პოზიცია საერთაშორისო არენაზე ძლიერია ისევე, როგორც ძლიერია უკრაინის ეკონომიკა.

„ჩვენ ყოველ დღე ვძლიერდებით თავდაცვით, ეკონომიკურად, პოლიტიკურად. ერთადერთი, რაც დღეს დანამდვილებით გვჭირდება - არ წამოვეგოთ მტრის ჰიბრიდულ პროვოკაციას და არც დეზინფორმაციას“ , - განაცხადა შმიგალმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს