იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა.

მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა