მედია - ისრაელი უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ისრაელის ხელისუფლება უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა haaretz იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ - მინისტრი ნაფთალი ბენეტი ახლა ცდილობს, ისრაელის მოქალაქეთა უკრაინიდან ევაკუაცია რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, ვიდრე იქ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება.

მისმა ოფისმა მინისტრებს მოუწოდა, მაქსიმალურად აარიდონ თავი საჯარო განცხადებებს კრიზისის შესახებ.

გარდა ამისა, ისრაელი მკაცრად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

ქვეყნის საგარეო უწყების შეფასებით, ამ დროისთვის უკრაინაში ისრაელის 15 ათასი მოქალაქე იმყოფება. ათასამდე მათგანმა უკვე მოითხოვა ქვეყნიდან ევაკუაცია, ვინაიდან, კომერციული ავიარეისები უკვე იშვიათად სრულდება.

ცნობილია, რომ ავიაკომპანიებმა ორშაბათისა და სამშაბათისთვის უკვე დაგეგმა უკრაინაში ისრაელის მოქალაქეებისთვის სამაშველო რეისი.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო