მედია - უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად მიანიშნა იმის შესახებ, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, ევროკავშირი დატოვოს

უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად მიანიშნა იმის შესახებ, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ევროკავშირი დატოვოს. ინფორმაციას სააგენტო DPA ავრცელებს.

ორბანმა ევროკავშირისგან უნგრეთის მიმართ ტოლერანტობა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განაცხადა, რომ საერთო გზით სიარული შეუძლებელი იქნება.

მისივე თქმით, უნგრეთი არ ისურვებდა გახდეს ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპაა ისევე, როგორც, ის არ ელოდება, რომ დასავლეთი მიიღებს უნგრეთის თავშესაფრის, ან ოჯახის პოლიტიკას.

ორბანის თქმით, უნგრეთს სურს შეინარჩუნოს ევროკავშირის ერთიანობა, მიუხედავად კულტურული გაუცხოების ზრდისა. ამიტომ, მისი თქმით, ბუდაპეშტს არაერთხელ გაუკეთებია ტოლერანტულობის შეთავაზება როგორც ბრიუსელის, ისე ბერლინისადმი.

„სხვა გადაწყვეტილება არ არსებობს. არის მხოლოდ მოთმინება. მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გზის პოვნას“ ,- აღნიშნა ორბანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა