ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შედეგად ავარიულ კორპუსს ბზარები გაუჩნდა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 54 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ბინები დატოვეს და ქუჩაში გავიდნენ.

მათი განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსი ავარიულია და ცოტა ხნის წინ მომხდარმა მიწისძვრამ კორპუსში ბზარები გააჩინა.

მოსახლეობის ინფორმაციით, კორპუსიდან გასახლებისთვის მერიამ თანხა გამოყო, თუმცა მშენებელ კომპანიას კუთვნილი ბინები ამ დრომდე არ აუშენებია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი სახლებში დაბრუნებას არ აპირებენ. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ამასთან, მოქალაქეებთან, ბათუმის საკრებულოში " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც მივიდნენ.

"თავის დროზე ეს ადამიანები მერიას უსაფრთხო ადგილზე უნდა გაეყვანა, თანხაც გამოყოფილი იყო. მშენებელს ამ ადამიანების კუთვნილი სახლი შვიდი წელის წინ უნდა აეშენებინა. მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა აქ არსებული სიტუაცია. ბათუმის მერიის დანაშაულია, აქ რაც ხდება, რაში გადავიხადეთ თანხა, ხალხი უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს",- აცხადებს ენმ- წევრი ლაშა კილაბერია .

მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე