ვლადიმერ ზელენსკი ჯო ბაიდენს - უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.

სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი და ლვოვი, დნიპრო და ოდესა - უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის არმიას აქვს.

„ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო