"თიბისი კაპიტალმა" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა

"თიბისი კაპიტალის" მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო. გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების მფლობელობაში არსებული პორტფელის ოდენობა იგივე დარჩა, ხვედრითი წილი კი შემცირდა.

"თიბისის" ინფორმაციით, საერთაშორისო განვითარების მხრივ, საყურადღებოა, რომ რეგიონის ქვეყნების სუვერენული რისკ პრემია კვლავ შემცირდა, რაც როგორც ჩანს, ერთი მხრივ, უკრაინაში საომარი კონფლიქტის შედარებით დაბალ ალბათობაზე და მეორე მხრივ, თურქეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად გაუმჯობესებულ შეფასებაზე მიუთითითებს. თუმცა, კვირის ბოლოს უკრაინის გარშემო დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.

"დოლარის მხრივ, აშშ-ის იანვრის ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის უფრო მეტად აწევის მოლოდინებიც გაიზარდა და დოლარიც მცირედით გამყარდა. მართლაც, საქართველოსაგან განსხვავებით, როდესაც ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები შემცირდა, ამერიკაში ამ ინდიკატორითაც ინფლაციის მაღალი ზეწოლა იკვეთება.

4 თებერვალს, “Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზე, სტაბილური მოლოდინით დაადასტურა. ძირითადი მაკრო მაჩვენებლების პროგნოზები თიბისი კაპიტალის დეკემბრის მოლოდინებთან მთლიანობაში შესაბამისია, თუმცა, სავარაუდოდ, ლარში საპროცენტო განაკვეთის უფრო ნაკლები შემცირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 14 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს